დეველოპერული კომპანია Biograpi Living” ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიებაზე, რომელიც „კახიძის მუსიკალურ ცენტრში ჩატარდა", კომპანიამ  მობინადრეებს, პარტნიორებს და სტუმრებს მიმდინარე პროექტების პროგრესი, გასული 1 წლის შედეგები და 5 ახალი პროექტი გააცნო, რომლის განხორციელებასაც „Biograpi Living” უახლოეს პერიოდში გეგმავს.

„Libretto” - ვაკეში, „Kamara” - ვაშლიჯვარში, „Hisni” ფაზა II - ისანში, „Bohema” - ორთაჭალაში და „1824“ - ჩუღურეთში - ახალი დეველოპერული პროექტებია, რომლებიც საერთაშორისო და ადგილობრივ წამყვან არქიტექტურულ სტუდიებთან თანამშრომლობით თანამედროვე, დახვეწილი არქიტექტურით იქნება გამორჩეული. პროექტის „Bohema” დიზაინს საერთაშორისო არქიტექტურული კომპანია BENOY”-ის ლონდონის ოფისი ქმნის. „1824“-ის პრემიუმ კლასის საცხოვრებელი პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე კი ამ ეტაპზე არქიტექტურული კონკურსი მიმდინარეობს.

ასევე, უახლოეს პერიოდში მობინადრეებისთვის ხელმისაწვდომი გახდება „Biograpi Living App” - ერთიანი ციფრული პლატფორმა, რომელიც სხვადასხვა სერვისსა და პროცესს გააერთიანებს. „Biograpi Living Maintenance” კი პროექტების ჩაბარების შემდეგ საცხოვრებელი სივრცეების მოვლა-პატრონობაზე იზრუნებს, ხოლო „Biograpi Living Brokerage” მობინადრეებს ბინების გაყიდვასა და გაქირავებაში დაეხმარება.

დღეს „Biograpi Living”-ის  პორტფელი აერთიანებს პროექტებს: „საკენი“, „მატიანი“, „შანტანი“, „ჰისნი“, „ბარე“, „დაირა“, „მოზაიკა“ და „გარდანი“, რომლებიც თბილისის სხვადასხვა ცენტრალურ და ისტორიულ უბანში განვითარების აქტიურ ფაზაშია. მიმდინარე პროექტების ჯამური ინვესტიცია დღეს 700 მლნ აშშ დოლარს აღწევს.

„Biograpi Living”-ის ყველა პროექტი „15-წუთიანი ქალაქის კონცეფციას” ეფუძნება, რაც გულისხმობს, რომ მობინადრეებისთვის ყოველდღიურად საჭირო სერვისები 15 წუთის ფეხით სავალ მანძილზეა ხელმისაწვდომი. ამ კონცეფციის ფარგლებში „Biograpi Living” თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, როგორებიც არიან  „Octopus Fitness Club”, „Goodwill”,  „Entrée” და სხვა.

კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას სამშენებლო ხარისხსა და საერთაშორისო სტანდარტებზე ამახვილებს. სწორედ ამიტომ, „Biograpi Living”  მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან თანამშრომლობს, რომელთა შორისაა: „Schüco”, „Saint-Gobain”, „NBK” და „Schindler”.

გერმანულ ბრენდ „Schüco”-ს ალუმინის კარ-ფანჯრის და საფასადე სისტემების წარმოების 70-წლიანი გამოცდილება აქვს და მისი სახელი ინოვაციურ საინჟინრო გადაწყვეტებს, უმაღლეს ხარისხს და მდგრად განვითარებას უკავშირდება. ფასადის ენერგოეფექტურობას და ვიზუალურ სრულყოფილებას დამატებით უზრუნველყოფს ფრანგული ბრენდის „Saint-Gobain”-ის მაღალი ხარისხის მინა-პაკეტები.

„Biograpi Living”- ის პროექტების გამორჩეულ ვიზუალს გერმანული ბრენდის „NBK”-ს უმაღლესი ხარისხის ტერაკოტას საფასადე მასალები უზრუნველყოფს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებს პირვანდელ იერსახეს. შვეიცარული „Schindler” ლიფტების და ესკალატორების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით და ინოვაციური ტექნოლოგიებით.

Biograpi Living”-ის აღმასრულებელი დირექტორის, ვასილ ფხაკაძის განცხადებით, კომპანიის მთავარი მიზანი მხოლოდ საცხოვრებელი სივრცეების შექმნა არ არის: „სამი წლის განმავლობაში „Biograpi Living”-მა  შეძლო ჩამოეყალიბებინა საკუთარი ხედვა, რომელიც თანამედროვე არქიტექტურას, ხარისხიან მშენებლობას და ადამიანზე ორიენტირებულ გარემოს აერთიანებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მობინადრეებმა კომფორტი და ზრუნვა იგრძნონ „Biograpi Living”-თან ურთიერთობის ყველა ეტაპზე. სწორედ ამიტომ, ვავითარებთ არა მხოლოდ საცხოვრებელ პროექტებს, არამედ ეკოსისტემას, რომელიც მომხმარებლის გამოცდილებას ახალ სტანდარტზე აიყვანს.“

Biograpi Living”-ის მიზანია ურბანული გარემოს განახლება და დეველოპერულ ბაზარზე ცხოვრების თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრება. კომპანიის პროექტები ერთ სივრცეში აერთიანებს მობინადრეებისთვის საჭირო მრავალფეროვან სერვისებს - ფიტნეს ცენტრებს, აუზებს, საერთო სამუშაო სივრცეებს, კაფე-რესტორნებს, რეკრეაციულ სივრცეებს და სხვა ინფრასტრუქტურას. „Biograpi Living”-ის პროექტები თანამედროვე არქიტექტურით, ჭკვიანი ტექნოლოგიებითა და მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებით გამოირჩევა, რაც მობინადრეებისთვის კომფორტულ და უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოს ქმნის.