ქალაქ მილანის მერმა, ჯუზეპე სალამ განაცხადა, რომ „ინტერმა“ და „მილანმა“ მიაღწიეს შეთანხმებას სტადიონ „სან სიროს“ შეძენაზე.
„ყველაფერი წესრიგშია. ოთხშაბათს ჩვენ მივმართავთ საქალაქო საბჭოს რეზოლუციიით „სან სიროს“ გაყიდვაზე, რადგან შესაბამისი შეთანხმება კლუბებთან მიღწეულია.
ახალი სტადიონი მზად იქნება 2031 წელს, რადგან უეფა გვეუბნება, რომ არ განიხილავს მილანს ევრო 2032-ის მასპინძელ ქალაქად იმ შემთხვევაში, თუ „სან სიროს“ კანდიდატურა შენარჩუნებული იქნება“, – განაცხადა სალამ.
მილანის მერმა დაამატა, რომ „სან სიროს“ გაყიდვა დამტკიცებული უნდა იყოს სექტემბრის ბოლომდე.