კოტეჯების კომპლექსის "კინთას" დამფუძნებლის, ნიკოლოზ წივილაშვილის ინფორმაციით, სიონში აქტიური საზაფხულო სეზონის მიუხედავად, ტურისტული მიმართულება არასტაბილურია, რასაც ევროპელი ვიზიტორების რაოდენობის მკვეთრი კლება განაპირობებს.

როგორც კოტეჯების მფლობელი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, წინა წლის ანალოგიურ შედარებით, მომხმარებელთა რაოდენობა 15%-ით შემცირდა.

"თითო კოტეჯში 2 ვიზიტორის განთავსებაა შესაძლებელი. ზაფხულის სეზონი დატვირთული იყო, თუმცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ევროპელი ვიზიტორების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, უმეტესად ადგილობრივი სტუმრები მყავდა. ტენდენციაზე, რომ გესაუბროთ, რამდენიმე წლის წინ ზუსტად ვიცოდი, სეზონზე წმინდა მოგება დაახლოებით რა იქნებოდა, ახლა კი არასტაბილური სიტუაციაა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზოგადად, მომხმარებელთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, რასაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები განაპირობებს. ზაფხულის სეზონზე 10%-ი ევროპელი ტურისტები მყავდა, მეორე ნაწილი კი ადგილობრივებმა დაიკავეს. ამჟამად, ობიექტი სრულად ადგილობრივ მოსახლეობას უკავია", - აღნიშნავს ნიკოლოზ წივილაშვილი.

კოტეჯების დამფუძნებელი აზიელი ვიზიტორების შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული სეგმენტი არ აქტიურობს, რადგან მათ უფრო "ლაქშერი" დასვენება მოსწონთ.

ამასთან, ნიკოლოზ წივილაშვილის თქმით, სიონში ინფრასტრუქტურის მიმართულებით სერიოზული პრობლემებია, ეს ყველაფერი კი, დამსვენებლების რაოდენობაზე უარყოფითად აისახება.

"ვიზიტორების დიდი ნაწილი მაქსიმუმ 1 კვირა რჩება. ფასის დიაპაზონს რაც შეეხება, ერთი ღამის განმავლობაში 2 პერსონაზე 160 ლარიდან იწყება და 220 ლარამდეა. 

გაფართოებას რაც შეეხება ძალიან მინდა, თუმცა ამ ეტაპზე, არ ვაპირებ, რადგან ობიექტზე გზის პრობლემაა, შესაბამისად, თავს ვიკავებ. ინფრასტრუქტურის მიმართულებით რთული მდგომარეობაა, სანიშნე ნიშნულები, გზა და ა.შ. არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ტურისტებზე უარყოფითად მოქმედებს. სიონში დიდი პრობლემებია, 15 წლის წინ, რაც იყო იმავე მდგომარეობაა.

მომხმარებლების გაზრდის მიმართულებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალურ ქსელში აქტიური მარკეტინგული ჩართულობა. სიონში კოტეჯების გაქირავება პოპულარული არ არის, შეიძლება ითქვას, რომ ჩემი მსგავსი ბიზნესს ობიექტი რამდენიმეა", - აღნიშნავს ნიკოლოზ წივილაშვილი.

ცნობისთვის, კოტეჯების კომპლექსი "კინთა", რომელიც 4 ობიექტისგან შედგება სიონის ტბის სანაპიროსთან მდებარეობს. ტურისტული ობიექტზე ჯამში - 6 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ამასთან, "კინთა" ადგილობრივ ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს.

წყარო: ბიზნესპარტნიორი