სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის საზღვრების გადაკვეთის დამადასტურებელ შტამპზე აღარ იქნება არარატის მთის გამოსახულება.
როგორც რადიო თავისუფლების სომხური სამსახური წერს, 2025 წლის 1 ნოემბრიდან შტამპზე იქნება მხოლოდ წარწერა „სომხეთი“ სომხურ და ინგლისურ ენებზე, გამშვები პუნქტის სახეობა და დასახელება და საზღვრის გადაკვეთის დრო.
მთა არარატი, რომელიც სომხეთის ეროვნულ სიმბოლოდ ითვლება და ქვეყნის გერბზეცაა გამოსახული, თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ბოლო ხანს ერევანი და ანკარა ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობენ.
სომხეთის ოპოზიციამ მთავრობა გააკრიტიკა საზღვრის გადაკვეთის დამადასტურებელი შტამპიდან არარატის ამოღების გამო. სომხეთის შრომის და სოციალურ საკითხთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია საზღვრების გადაკვეთის თანამედროვე მოთხოვნებისა და „რეალური სომხეთის იდეოლოგიის“ შესაბამისად.
სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის საზღვრების გადაკვეთის დამადასტურებელ შტამპზე არარატის მთის გამოსახულება აღარ იქნება
საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ. 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას - ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება
ვალი გვეკისრება, ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად - ირაკლი კობახიძე
"18 წლის შემდეგ საქართველოს მშვიდობისა და ერთიანობის მიზანი კვლავ უცვლელია" - საგარეო საქმეთა სამინისტრო
„ანექსიის მცდელობა უპასუხოდ არ დარჩება“ - ოთხი დასავლური სახელმწიფო მოსკოვს აფრთხილებს
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით – საელჩო