მიანმარში 11 000-კარატიანი ლალი აღმოაჩინეს — ერთ-ერთი უდიდესი, რაც კი ამ ძვირფასი ქვებით განთქმულ ქვეყანაში აქამდე აღმოუჩენიათ.
სახელმწიფო გაზეთის, Global New Light of Myanmar-ის ცნობით, ლალის ქვა 2,2 კილოგრამს იწონის.
„ლალი მოგოკის რეგიონში აღმოაჩინეს. არის განსაკუთრებით დიდი, იშვიათი და ძნელად საპოვნელი. გიგანტური ლალი მეწამული წითელი ფერისაა მოყვითალო ელფერებით და ითვლება მაღალი ხარისხის ფერის კლასად“, — წერს მიანმარის მთავრობა განცხადებაში.
მთავრობის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვა ამ ზონაში 1996 წელს აღმოჩენილ 21 450-კარატიან ლალზე პატარაა, არის უფრო ძვირფასი მისი უმაღლესი ფერის, სიწმინდისა საერთო ხარისხის გამო.
იმპერატორები, მეფეები და სამხედრო ლიდერები მუდამ იბრძოდნენ მანდალაის რეგიონში მდებარე მოგოკის ხეობისთვის, რომელიც მდიდარია ამ უნიკალური ქვებით.
მოგოკის ლალი მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულია. უმაღლესი ხარისხის ეს ძვირფასი ქვები მრავალ მილიონ დოლარად იყიდება ბაზარზე, რომელზეც რეგულაციები ნაკლებად ვრცელდება.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.