გერმანული ავტომწარმოებელი Mercedes-Benz შეერთებულ შტატებში 144 049 ავტომობილს უკან გაიწვია, იტყობინება Reuters.
აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NHTSA) ინფორმაციით, ხარვეზი ციფრული ხელსაწყოების პანელს უკავშირდება.
მათივე ინფორმაციით, პროგრამული პრობლემა იდენტიფიცირებული ავტომობილების 100%-ს ეხება.
გაწვევა ეხება ისეთ მოდელებს, როგორიცაა: AMG GT, C-class, E-class, SL-class, CLE-class და GLC-class.