ინტერნეტში გადაჭარბებული ყოფნა იწვევს სტრესის დონის მატებას, განწყობის გაუარესებას და სხვა აქტივობების უგულებელყოფას – ამ დასკვნამდე მივიდნენ დუისბურგ-ესენის უნივერსიტეტის მეცნიერები. კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ PLOS One-ში.

2025 წელს ექსპერტებმა გერმანიაში 900 ზრდასრული მცხოვრები გამოკითხეს. რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ერთხელ მაინც ითამაშეს ვიდეო თამაშები, უყურეს პორნოგრაფიას, გამოიყენეს სოციალური მედია ან განახორციელეს ონლაინ შესყიდვები.

ასეთი ქმედებების სიხშირის მიხედვით, მათი ონლაინ აქტივობა კლასიფიცირდა სამი კატეგორიიდან ერთ-ერთში: პათოლოგიური, სარისკო თუ არა პრობლემური. პრობლემური გამოყენება, მათ შორის პათოლოგიური და სარისკო გამოყენება, განისაზღვრა, როგორც ონლაინ სერვისების გადაჭარბებული გამოყენება, რაც იწვევს ფუნქციურ დაქვეითებას ან დისტრესს. მონაწილეები ორი კვირის განმავლობაში ყოველ საღამოს ფასდებოდნენ. მათ აღწერეს თავიანთი განწყობა, სტრესის დონე, ონლაინში გასვლის სურვილი და ონლაინ გატარებული საერთო დრო. ასევე გაიზომა ინტერნეტით ტკბობა და ის, თუ რამდენად იწვევდა ეს მათ სხვა აქტივობების უგულებელყოფას.

აღმოჩნდა, რომ მონაწილეებს, რომლებსაც ინტერნეტის გამოყენების უფრო მძიმე ფორმები ჰქონდათ, უფრო მეტად ჰქონდათ ცუდი განწყობა, ძლიერი სტრესი, მეტ დროს ატარებდნენ ონლაინ და უგულებელყოფდნენ ცხოვრების სხვა სფეროებს. ცდუნება ინტერნეტის გამოყენების გაგრძელების მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი აღმოჩნდა, სიამოვნებისა და შვების გრძნობები კი გამაძლიერებელ ფაქტორებად მოქმედებდა.

„ეს არა იმდენად მარტო სტრესი ან განწყობაა, რამდენადაც ინტერნეტში გასვლის დაუყოვნებელი სურვილი, რაც განსაზღვრავს, ჩაერთვებიან თუ არა ადამიანები ონლაინ აქტივობებში“, - აღნიშნა კვლევის თანაავტორმა ანდრეას ოლკერმა. მან დასძინა, რომ დამოკიდებულმა პირებმა ქსელში დრო შეიძლება ჯილდოდ აღიქვან.

ოლკერის თქმით, მიზეზის გაგება, რის გამოც ინტერნეტის პრობლემური გამოყენებისკენ მიდრეკილი ხალხი ქსელში კონკრეტულ მომენტებში შედიან,  აუცილებელია უფრო ეფექტური პროფილაქტიკის და მკურნალობის სტრატეგიების შესამუშავებლად.

ვრცლად snob.ru – ზე