Yango Group-ი, რომელიც საქართველოში თავის სერვისებს Yandex Georgia-ს ბრენდის ქვეშ ოპერირებს, ვარაუდობს, რომ მისი ჯამური წვლილი საქართველოს ეკონომიკაში 2026 წლის ბოლოსთვის დაახლოებით 100 მილიონ დოლარს მიაღწევს. ეს მაჩვენებელი ასახავს კომპანიის ჯამურ წვლილს ქვეყანაში საქმიანობის დაწყებიდან დღემდე, — განაცხადა Yango Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიილ შულეიკომ Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში.
დღეს საქართველოში ყოველი მეოთხე ადამიანი Yandex Georgia-ს სერვისებით სარგებლობს, - შულეიკოს განცხადებით. კომპანიის ძირითადი საქმიანობა კვლავ მგზავრთა გადაყვანის სერვისია, რომელიც ყოველთვიურად საქართველოში 500 000-ზე მეტ მომხმარებელს ათიათასობით აქტიურ მძღოლთან აკავშირებს.
კომპანია ქართულ ბაზარზე 2016 წელს მგზავრთა გადაყვანის სერვისით შემოვიდა და მას შემდეგ თავისი ეკოსისტემა გააფართოვა. დღეს Yandex Georgia მომხმარებელს სთავაზობს ურბანულ სერვისებს, მათ შორის მგზავრთა გადაყვანას, ნავიგაციას, მიწოდებას, ელექტროსკუტერებს და პორტატულ დამტენებს. კომპანია აცხადებს, რომ იგი კვლავ გააგრძელებს ქართული ბაზრისთვის ახალი სერვისების შეთავაზებას.
წყარო: Buisnessinsider.ge