ახალი კვლევის მიხედვით, ირანისა და პაკისტანის საზღვართან მდებარე ტაფთანის ვულკანი, რომელიც დღემდე მძინარედ ითვლებოდა, შესაძლოა პირველად, ბოლო 700 000 წლის განმავლობაში ამოფრქვევის ზღვარზე იმყოფებოდეს.
ჟურნალ Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის მაისამდე ვულკანის წვერმა დაახლოებით 9 სმ-ით ამოიწია და დღემდე ამ მდგომარეობაში რჩება.

- მკვლევართა განცხადებით, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ვულკანის ქვეშ მნიშვნელოვანი გაზის წნევა გროვდება.
"ის მომავალში ან ძალადობრივად, ან შედარებით მშვიდობიანი გზით უნდა გამოიდევნოს" 0 განუცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა და ვულკანოლოგმა პაბლო გონსალესმა ჟურნალისტებს.
გონსალესმა ასევე დაამატა, რომ ამჟამად ამოფრქვევის მყისიერი საფრთხე არ არსებობს, თუმცა ვულკანი მაინც განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ უნდა მოექცეს.
2023 წელს ადგილობრივებმა უკვე შეამჩნიეს მკვეთრი სუნი, რომელიც 50 კმ-ს დაშორებითაც კი იგრძნობოდა.

გიგანტური, დაახლოებით 3 940 მეტრის სიმაღლის ტაფთანის ვულკანი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანის ყველაზე დიდი ვულკანს წარმოადგენს, რომელიც არაბეთის ზღვის ქერქით წარმოქმნილ მცირე მთების ჯგუფში მდებარეობს.
შორეული მდებარეობის გამო მისი მონიტორინგი და ზუსტი სურათების გადაღება რთულდება, თუმცა მეცნიერებმა ვულკანის წვერის ამაღლების დასადგენად სატელიტური გამოსახულებები გამოიყენეს, მათი განცხადებით ზრდის მიზეზი, სავარაუდოდ, მთის ქვეშ არსებული ჰიდროთერმული არხების ცვლილებაა, რომელიც გაზის დაგროვებას და მაგმის ზედაპირისკენ ამოსვლას იწვევს.