აშშ-ის პირველი ლედი, მელანია ტრამპი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას უხელმძღვანელებს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ეს იქნება პირველი შემთხვევა გაეროს ისტორიაში, როცა პირველი ლედი უშიშროების საბჭოს სხდომის თავმჯდომარე იქნება. სხდომა, რომელსაც მელანია ტრამპი უხელმძღვანელებს, მიეძღვნება მსოფლიოში განათლებისა და ტოლერანტობის განვითარების საკითხებს.
აღსანიშნავია, რომ მარტში როტაციის წესით გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე აშშ გახდება.