გერმანიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომელთა ორდღიანი გაფიცვა დაიწყო.
ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.
პროფკავშირების მოწოდების შემდეგ, 27-28 თებერვალს გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში გაჩერებულია ავტობუსების, ტრამვაებისა და მატარებლების მოძრაობა.
პროფკავშირის ცნობით, თანამშრომლებმა 48-საათიანი გაფიცვა გამოაცხადეს, რადგან ხელფასებსა და სამუშაო პირობებთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შეჩერდა.
მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიზნით გაფიცვა Verdi-ს პროფკავშირმა გამოაცხადა, რომელიც 150 სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებულ დაახლოებით 100 000 ადამიანს წარმოადგენს. მოლაპარაკებები მოიცავს სამუშაო პირობებს, კერძოდ, სამუშაო საათებსა და ცვლაში მუშაობას, ღამის და შაბათ-კვირის სამუშაოს ანაზღაურებას და ხელფასებს.