ამერიკელმა მილიარდერმა ბიზნესმენმა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უფროსმა მრჩეველმა, ილონ მასკმა ტრამპის ადმინისტრაციის მრჩეველი ვაჭრობის საკითხებში, პიტერ ნავარო, X-ზე მწვავედ გააკრიტიკა და მოგვიანებით იტალიურ პოლიტიკურ ყრილობაზე განაცხადა, რომ მას უფრო მეტი თავისუფალი ვაჭრობა სურს, და არა - ნაკლები.

პარასკევს დილით მასკი X-ზე ტარიფების საკითხზე დებატებში ჩაერთო და ერთ-ერთ მომხმარებელს გამოეხმაურა, რომელმაც ადმინისტრაციის საკამათო ფიგურა, პიტერ ნავარო, ტარიფების საკითხში გამოცდილ სპეციალისტად დაახასიათა. მომხმარებელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ნავაროს ჰარვარდის უნივერსიტეტის ეკონომიკის დოქტორის ხარისხი აქვს.

აღნიშნულ მოსაზრებას მასკი არ დაეთანხმა და დაწერა, რომ "ჰარვარდიდან ეკონომიკის დოქტორის ხარისხი ცუდი რამაა, და არა - კარგი" და მიანიშნა, რომ ეს უფრო მეტი ეგოს პრობლემას იწვევს, ვიდრე - მეტი ტვინის.

ვაჭრობაზე ნავაროს პოზიცია კიდევ ერთმა მომხმარებელმა დაიცვა, რაზეც მასკმა დაამატა, რომ ტრამპის მრჩეველს "არაფერი აუშენებია".

თავდაპირველ პოსტს, რომელსაც მასკი გამოეხმაურა, თან ახლდა ვიდეო, რომელშიც ნავარო CNN-თან ინტერვიუში ტრამპის მიერ შემოღებული საყოველთაო "საპასუხო ტარიფების" ახსნას ცდილობდა.

tabula.ge