პარლამენტის რამდენიმე კომიტეტს სახელწოდება ეცვლება. საპარლამენტო კომიტეტებისთვის სახელის შეცვლას ახალი რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი − დიასპორის კომიტეტი ხდება. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს − თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი დაერქმევა; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს − რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს − ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი; აგრარულ საკითხთა კომიტეტს - სოფლის მეურნეობის კომიტეტი, ხოლო საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს − საპროცედურო საკითხთა კომიტეტი.
XI მოწვევის პარლამენტი ახალი რეგლამენტის მისაღებას აპირებს. რეგლამენტის პროექტის ფარგლებში საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები ახლებურად წესრიგდება.
ახალი რეგლამენტის ამოქმედება 2025 წლის 1-ელი ივლისიდან იგეგმება. ახალი რეგლამენტის ამოქმედებისთანავე მოქმედი - 2018 წელს მიღებული რეგლამენტი ძალადაკარგულად გამოცხადდება.