ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Ryanair Holdings Plc-მ  მთავარ აღმასრულებელ დირექტორ მაიკლ ო’ლირისთან კონტრაქტი 2032 წლამდე გაახანგრძლივა, – განაცხადა კომპანიამ.

ო’ლირი უდიდეს ბიუჯეტურ ავიაკომპანიას სათავეში 1994 წელს ჩაუდგა. ის ცნობილია ფასწარმოქმნისადმი ხისტი მიდგომით - Ryanair ბილეთების ფასებს ულტრა დაბალს ინარჩუნებს, თუმცა ბორტზე თითქმის ყველაფრის საფასური, მათ შორის ადგილის არჩევისა და ზედმეტი ბარგის საფასური, შეიძლება ფრენის ფასზე მაღალი იყოს.

ვრცლად interfax – ზე