Deutsche Lufthansa AG-მ პირველ კვარტალში წმინდა ზარალი თითქმის 21%-ით გაზარდა, დაადასტურა წლის პროგნოზი.
გერმანული ავიაკომპანიის პრესრელიზში ნათქვამია, რომ იანვარ-მარტში წმინდა ზარალმა 885 მილიონი ევრო შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 734 მილიონი ევრო იყო.
ამავდროულად, საოპერაციო ზარალი (უარყოფითი კორექტირებული EBIT) 849 მილიონი ევროდან 722 მილიონ ევრომდე შემცირდა.
შემოსავალი 10%-ით გაიზარდა და 8.127 მილიარდ ევროს მიაღწია. ოპერაციული ხარჯები 6%-ით გაიზარდა, 9.511 მილიარდ ევრომდე.
Reuters–ის ცნობით, ანალიტიკოსები საშუალოდ 718 მილიონი ევროს საოპერაციო ზარალს პროგნოზირებდნენ.
გასულ კვარტალში Lufthansa-მ 24,291 მილიონი მგზავრი გადაიყვანა, რაც თითქმის იგივეა, რაც 2024 წლის იანვარი-მარტის მონაცემები.