ზურაბ წერეთლის შვილიშვილი, ვასილი წერეთელი, რუსეთის სახვითი ხელოვნების აკადემიის (РАХ) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. გადაწყვეტილება აკადემიის პრეზიდიუმმა მიიღო.
წერეთელი აკადემიას დროებით, საერთო კრების ჩატარებამდე უხელმძღვანელებს ინსტიტუციას. კრება 19 მაისს არის დაგეგმილი. სწორედ ამ კრებაზე აირჩევა აკადემიის ახალი მუდმივი პრეზიდენტი, რომლის კანდიდატურაც საბოლოოდ რუსეთის მთავრობამ უნდა დაამტკიცოს.
ვასილი წერეთელი ხელოვნების სამყაროში ახალი სახე არ არის. ის მრავალი წელია აკადემიაში სხვადასხვა მიმართულებას კურირებს და ამავდროულად ხელმძღვანელობს მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს.
ზურაბ წერეთელი, რომელიც 22 აპრილს გარდაიცვალა, რუსეთის სახვითი ხელოვნების აკადემიას 1997 წლიდან ხელმძღვანელობდა.