პირველად ისტორიაში, ადამიანებმა შეიძლება დავინახოთ ფერი, რომელიც აქამდე არ გვინახავს — „უპრეცედენტო გაჯერების ლურჯ-მწვანე“.

ის აქამდე არასოდეს გინახავთ, რადგან არ შეგიძლიათ. არსებობს ფერთა იმ სივრცეში, რომლის აღქმაც ადამიანის თვალს არ ძალუძს.

ყოველ შემთხვევაში, ბუნებრივად. ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტისა და ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრები აცხადებენ, რომ მიაგნეს გზას, თუ როგორ გადააკეთონ თვალის ბადურა ხელოვნურად ისე, რომ განავრცონ ადამიანის ფერთა ბუნებრივი დიაპაზონი.

ჯგუფი ფიქრობს, რომ ჩვენს თვალებს ფერთა სრულიად ახალ სამყაროს გაუხსნიან, ფილმ „ოზის ჯადოქრის“ პერსონაჟ დოროთის მსგავსად.

მათი მტკიცებულება „ოზის“ პროტოტიპშია — რომელსაც შეუძლია იმ გზის შეცვლა, რომელსაც ფერის სიგნალები გადიან თვალის უჯრედებიდან უჯრედებამდე და შემდეგ ტვინისკენ. მკვლევართა განცხადებით, ამის გააქტიურება ბუნებრივი ხედვის პირობებში შეუძლებელია.

პროტოტიპი ლაზერის შუქს ერთი მონოქრომატული ფერით (ძირითადად მწვანე) ინდივიდუალურად ანათებს ფერის დამჭერ უჯრედებს.

როგორც წესი, ყოველი ფერი, რომელსაც ვხედავთ, ჩვენს ბადურაში მრავალ კოლბის უჯრედს ასტიმულირებს (რომელთა რაოდენობაც იქ ექვს მილიონზე მეტია).

ადამიანები ძირითადად ტრიქრომატები ვართ, ანუ, გვაქვს სამი სხვადასხვა ტიპის კოლბის უჯრედები — ისინი შეიგრძნობენ სინათლის გრძელ, საშუალო და მოკლე (L, M, S) ტალღის სიგრძეებს ხილულ სპექტრში.

L კოლბები სპეციალიზებულია წითელში, M მწვანეში, S კი ლურჯში. როდესაც თავის ტვინისკენ მიმავალ გზაზე მათი სიგნალები ერთმანეთს ემთხვევა და ერთიანდება, წარმოქმნიან ფერის სპექტრს, რომელსაც ასე კარგად ვიცნობთ და გვიყვარს.

როგორც ქვემოთ ხედავთ, M კოლბის (მწვანე) მგრძნობელობის ფუნქცია მთლიანად ფარავს წითელ და ლურჯ კოლბებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს სინათლის ტალღის სიგრძე, რომელიც ბუნებრივ პირობებში მხოლოდ M კოლბას ასტიმულირებს.

ოზის პროტოტიპი ამას ახერხებს ლაზერის პირდაპირ მინათებით მხოლოდ M კოლბებზე. თეორიულად, ამან უნდა წარმოქმნას ფერის ისეთი შეტყობინება თავის ტვინისთვის, რომელიც მისთვის უცნობია.

ამ იდეის სატესტო ექსპერიმენტებში, სამმა მონაწილემ მზერა დააფიქსირა ნეიტრალურ ნაცრისფერ ფონზე, რა დროსაც, მათ ბადურას მწვანე ლაზერული შუქი ანათებდა. როგორც მოსალოდნელიც იყო, ფერის სიგნალი მხოლოდ მცირე მიზნობრივი M უჯრედებიდან არ აღიქმებოდა ისე, როგორც ტვინისთვის ცნობილი სხვა ნებისმიერი ფერი.

მონაწილეები ვერ ამთხვევდნენ მათ მიერ დანახულ ფერს, როცა ერთმანეთს ერეოდა წითელი, მწვანე და ლურჯი ფერები. საკმარისად დესატურაციისათვის საჭირო იყო ბლომად თეთრი სინათლის დამატება.

მკვლევართა ჯგუფმა მონაწილეთა მიერ დანახულ ფერს „ოლო“ დაარქვა, მისი უახლოესი ხილული თანამოძმე კი ჩნდება „დამთხვევის“ (match) განყოფილებაში, როგორც ქვემოთ ფოტოზეა. ჯგუფს ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის ელექტროინჟინერი ჯეიმს ფონგი ხელმძღვანელობდა.

ვრცლად პირველ არხზე