რადგან სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს სახლს საზღვარგარეთ საცხოვრებლად, ახალმა გლობალურმა რეიტინგმა გამოავლინა, მსოფლიოს რომელი ქალაქებია საუკეთესო ექსპატებისთვის მუდმივად საცხოვრებლად.
რეიტინგი ითვალისწინებს არა მხოლოდ საფოსტო ბარათით გამოსახულ ხედებსა და დაბალ გადასახადებს, არამედ იმასაც, თუ რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი გადაადგილებისას: ჯანდაცვიდან და უსაფრთხოებიდან დაწყებული, ხელმისაწვდომობით, სოციალური ცხოვრებით და პასპორტით გათვალისწინებულ შესაძლებლობებამდე.
დღეს, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხთა დეპარტამენტის მონაცემებით, 300 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს თავისი დაბადების ქვეყნის გარეთ - თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე 1990 წელს იყო.
პანდემიის შემდეგ, დისტანციურად მომუშავე და ციფრული მომთაბარე ადამიანების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა და შეუერთდა პენსიონერებისა და პროფესიონალების რიგებს, რომლებიც იძულებული არიან სამუშაო გამო სხვაგან გადავიდნენ.
ახლა, რეზიდენტობისა და მოქალაქეობის საკითხებზე სპეციალიზირებულმა საკონსულტაციო კომპანია „Global Citizen Solutions“-მა გამოაქვეყნა ექსპატებისთვის მსოფლიოში ყველაზე საცხოვრებლად კომფორტული ქალაქების პირველი რეიტინგი, რომელშიც ექვსი კონტინენტის 35 ქალაქია შეფასებული, როგორც მობილური საერთაშორისო ცხოვრების წესის მქონე ადამიანების მზარდი რაოდენობისთვის დანიშნულების ადგილები.
კომპანიის ანალიტიკურმა განყოფილებამ ტრადიციული ქალაქის მაჩვენებლები გასცდა და ისინი შვიდი ცალკეული კრიტერიუმის საფუძველზე შეაფასა.
ეს კრიტერიუმები მოიცავდა ცხოვრების ღირებულებას, უსაფრთხოებას, ჰაერის ხარისხს, ჯანდაცვას, ადაპტაციის სიმარტივეს, ინგლისური ენის ცოდნას და გაუმჯობესებულ მობილურობას - ანუ პასპორტის პრივილეგიებს და უვიზო მოგზაურობას.
საბოლოოდ, სიის სათავეში ლისაბონი მოხვდა, მის შემდეგ კი ამსტერდამი. საერთო ჯამში, ტოპ ათეულში ხუთი ევროპული ქალაქი მოხვდა.