2025 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) აჩვენებს, რომ კორუფცია კვლავ სერიოზულ საფრთხედ რჩება მსოფლიოს ყველა კუთხეში, თუმცა პროგრესის მცირე ნიშნებიც შეიმჩნევა - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობის" პუბლიკაციაში ვკითხულობთ.

"ლიდერებმა უნდა იმოქმედონ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და იმ ფართო ფაქტორების წინააღმდეგ, რომლებიც ამ უკუსვლას იწვევს - ისეთების, როგორიცაა დემოკრატიული შეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმების შესუსტება და დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმები.

მსოფლიოს მრავალ ნაწილში მიმდინარე ანტისამთავრობო პროტესტები ცხადყოფს, რომ ხალხი დაიღალა ანგარიშვალდებულების არმქონე მმართველობით და რეფორმებს ითხოვს", - ნათქვამია ინდექსის ანგარიშში.

CPI მსოფლიოს 182 ქვეყანასა და ტერიტორიას საჯარო სექტორში კორუფციის აღქმის დონის მიხედვით აფასებს. შედეგები მოცემულია შკალაზე 0-დან (ძალიან კორუმპირებული) 100-მდე (ძალიან სუფთა/კორუფციისგან თავისუფალი).

კორუფციის აღქმის ინდექსი საჯარო სექტორში კორუფციის შესახებ ექსპერტებისა და ბიზნესმენების მოსაზრებებს ასახავს.

10 ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა, კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით - 2025

10. ჩრდილოეთ კორეა - 15 ქულა

9. სირია - 15 ქულა

8. ნიკარაგუა - 14 ქულა

7. სუდანი - 14 ქულა

6. ერიტრეა - 13 ქულა

5. ლიბია - 13 ქულა

4. იემენი - 13 ქულა

3. ვენესუელა - 10 ქულა

2. სომალია - 9 ქულა

1. სამხრეთ სუდანი - 9 ქულა

მიუხედავად იმისა, ებრძვიან ისინი უკუსვლის ახალ ტალღას თუ უფრო ფართო გამოწვევებს, რომლებიც დიდი ხანია რეფორმებს ძირს უთხრის, ყველა რეგიონს დიდი სამუშაო აქვს ჩასატარებელი კორუფციის პრობლემების გადასაჭრელად. თუმცა თითქმის ყველგან არის წარმატებული მაგალითები, რომლებიც აჩვენებს, რომ პროგრესი შესაძლებელია.

კორუფციის აღქმის ინდექსის გლობალურ ათეულში რვა ადგილი დასავლეთ ევროპის ქვეყნებს უკავიათ. თუმცა, ბოლო წლებში ანტიკორუფციული ძალისხმევა დიდწილად შეფერხდა და რეგიონის CPI-ის საშუალო ქულა სხვა რეგიონებთან შედარებით ყველაზე სწრაფად ეცემა.

10 ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანა, კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით - 2025

10. გერმანია - 77 ქულა

9. ნიდერლანდები - 78 ქულა

8. ლუქსემბურგი - 78 ქულა

7. შვეიცარია - 80 ქულა

6. შვედეთი - 80 ქულა

5. ნორვეგია - 81 ქულა

4. ახალი ზელანდია - 81 ქულა

3. სინგაპური - 84 ქულა

2. ფინეთი - 88 ქულა

1. დანია - 89 ქულა

bm.ge