ტრანსფერმარკტმა“ ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომლებიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებენ – ამ გუნდის საერთო საბაზრო ღირებულება 875 მილიონი ევროა.

ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს, საქართველოს ნაკრები კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის ღირებულება 140 მილიონი ევროა.

კვარაცხელიას გარდა, სიაში ასევე არიან ინგლისელი კოულ პალმერი, ესპანელი ფერმინ ლოპესი, უნგრელი დომინიკ სობოსლაი – მათი ღირებულება 100 მილიონი ევროა.

მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია, 45 მილიონი ევრო).

მცველები: ფედერიკო დიმარკო (იტალია, 50 მილიონი ევრო), რიკარდო კალაფიორი (იტალია, 55 მილიონი ევრო), ალესანდრო ბასტონი (იტალია, 65 მილიონი ევრო), იურიენ ტიმბერტი (ნიდერლანდები, 70 მილიონი ევრო).

ნახევარმცველები: დომინიკ სობოსლაი (უნგრეთი, 100 მილიონი ევრო), ფერმინ ლოპესი (ესპანეთი, 100 მილიონი ევრო), კოულ პალმერი (ინგლისი, 100 მილიონი ევრო), ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო, 140 მილიონი ევრო).

თავდამსხმელები: ბენჯამინ შეშკო (სლოვენია, 75 მილიონი ევრო), ვიქტორ ოსიმენი (ნიგერია, 75 მილიონი ევრო).

წყარო: პირველი არხი