25 ივნისიდან, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს შორის რეგულარული ფრენები იწყება.

TAV Georgia-ს ინფორმაციით, აღნიშნული მიმართულებით რეისებს კვირაში ოთხჯერ, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” შეასრულებს. ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, თბილისი-ბათუმი-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენები ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას, Boeing 737 ტიპის ხომალდით შესრულდება.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აღნიშნულ დღეებში რეისები 09:00-ზე განხორციელდება, ბათუმიდან კი 19:30-ზე. ფრენის ხანგრძლივობა 45 წუთს შეადგენს.

ავიაკომპანია Georgian Airways-ის საიტზე ბათუმის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და ერთი გზის საწყისი ფასი 418.5 ლარს შეადგენს.