აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
ტრამპის განცხადებით, ეს იყო „წარმოუდგენელი, მაგრამ მცირე“ მისია, რომელმაც მსოფლიოს ამერიკის სამხედრო შესაძლებლობები დაანახვა.
მისივე თქმით, ოპერაცია იმდენად ზუსტი იყო, რომ ერთხელაც კი არ უსვრიათ.
,,იმ ღამეს მთელმა მსოფლიომ იხილა სრული სამხედრო სიძლიერე, რომელსაც აშშ ფლობს. ეს წარმოუდგენელი, მაგრამ მცირე, ოპერაცია იყო. იმდენად ზუსტი და შესანიშნავი იყო, არავის ეგონა, რომ ასეთი რამ შესაძლებელი იყო. ისინი დისკომბობულატორზეც კი საუბრობენ, რადგან ერთხელაც კი არ უსროლიათ.
რუსულმა აღჭურვილობამ არ იმუშავა, ჩინურმა აღჭურვილობამ არ იმუშავა, ყველა ცდილობს გარკვევას, რატომ არ იმუშავა... ერთ დღეს გაიგებთ, მაგრამ არ იმუშავა. კარგია, როცა შეგიძლია შეფრინდე ისე, რომ არ გესროლონ",- თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იანვრის დასაწყისში ნიკოლას მადუროს დაკავების სპეცოპერაციაზე საუბრისას