ჯო ბაიდენი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს რეფორმის შესახებ გეგმას ორშაბათს წარადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მხარს მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადების შეზღუდვასა და აღსასრულებლად სავალდებულო ეთიკის კოდექსს დაუჭერს.

ამერიკის პოლიტიკური საზოგადოება მოელის, რომ ჯო ბაიდენი პრეზიდენტებისა და სხვა თანამდებობის პირებისთვის იმუნიტეტის შეზღუდვის მიზნით საკონსტიტუციო შესწორებას მოითხოვს.