იტალიის ქალაქ ტორე ლაპილოს 57 წლის მცხოვრებმა შემთხვევით 20 ოქროს ზოდი გადააგდო. RMF24-ის ცნობით, ის მათ მთელი ცხოვრება აგროვებდა.
120 000 ევროს ღირებულების ზოდები თუნუქის ყუთში ინახებოდა. მან ის ნაგავში გადააგდო და მხოლოდ მეორე დღეს მიხვდა, რა ჩაიდინა.
იტალიელმა მამაკაცმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა. თავდაპირველად ოფიცრებმა მას არ დაუჯერეს, მაგრამ ვიდეოთვალთვალის ჩანაწერების გადახედვის შემდეგ, ისინი მის ნაამბობში დარწმუნდნენ.
პოლიციამ აღმოაჩინა, რომ ნაგვის ურნების შიგთავსი უკვე გადატანილი იყო მეზობელ ქალაქ უგენტოში მდებარე ნაგავსაყრელზე. სამართალდამცავებმა იქ ჩხრეკა ჩაატარეს, რის შედეგადაც ზოდების ყუთი იპოვეს.