იტალიელმა სამართალდამცველებმა დააკავეს 19 ადამიანი, რომლებიც საფეხბურთო ბიზნესთან დაკავშირებულ მაფიოზურ ჯგუფებს ქმნიდნენ.

კრიმინალური ქსელი დაკავშირებული იყო იტალიურ მაფიოზურ ორგანიზაციასთან „ნდრა-ნგეტასთან“.

ჯოვანი მელილო, იტალიის ეროვნული ანტიმაფიის პროკურორი,  იტალიის საფეხბურთო სტადიონებზე არსებულ საფრთხეებზე საუბრობს

,,ეს მნიშვნელოვანი გამოძიებაა. ის გვაიძულებს, თვალი გავახილოთ და დავინახოთ რეალობა სტადიონებსა და საფეხბურთო კლუბებში. კრიმინალურ ორგანიზაციებს, მათ შორის მაფიას, უარყოფითი გავლენა აქვს სპორტის სფეროზე” – განაცხადა პროკურორმა ჯოვანი  მელილომ.

პროკურორების მტკიცებით,  ეჭვმიტანილები ცდილობდნენ, გაეკონტროლებინათ  მილანის ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონის მახლობლად ყველა მომგებიანი ბიზნესაქტივობა, მათ შორის იყო პარკინგის, საკვების, ბილეთებისა და სუვენირების გაყიდვა.

ზოგიერთი ეჭვმიტანილი შესაძლოა ნარკოტიკებით ვაჭრობაშიც იყოს ჩართული.

დაკავებულთა შორის იყო მილანისა და ,,მილანის ინტერის“ გულშემატკივართა ჯგუფის ლიდერები.

წყარო: euronewsgeorgia