ცენტრალურ ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანმა ისრაელის ტერიტორიისკენ რაკეტები გაუშვა.
თავდაცვის ძალების ცნობით, რაკეტების მოსაგერიებლად მუშაობა მიმდინარეობს.
მანამდე, სირენების ხმა ისმოდა ეილატის ჩრდილოეთით მდებარე რამდენიმე სამხრეთ დასახლებაში. თავდაცვის ძალებმა ტერიტორიაზე დრონების შეღწევის ფაქტი დააფიქსირა, თუმცა ინციდენტი მალევე „დასრულებულად“ გამოაცხადა.