ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტორგერდურ კატრინ გუნარსდოტირი აცხადებს, რომ ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის დროს ხალხმა საკუთარი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა, შესაბამისად, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდება.

მისივე თქმით, ამავდროულად, ისლანდია გააგრძელებს ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას.

„ისლანდიის ხალხმა თავისი სათქმელი თქვა. გუშინ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგი ნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდება. გაგრძელდება ევროკავშირთან და წევრ სახელმწიფოებთან ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა, რაც მტკიცედ არის დაფუძნებული ევროპის ეკონომიკური ზონის შეთანხმებაზე“, – განაცხადა მინისტრმა.

ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის საბოლოო შედეგების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგ ხმა მისცა მოსახლეობის 52.8%-მა, ხოლო 47.2%-მა მოლაპარაკებების განახლებას დაუჭირა მხარი.

პირველი არხი