„ირანი ჩვენთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ვნახავთ, შევძლებთ თუ არა რაიმეს გაკეთებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ვნახავთ, რა მოხდება...”- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ არ გაუმხელს სპარსეთის ყურის მოკავშირეებს გეგმას.
“ თქვენ იცით, ბოლო დროს, როცა ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, ჩვენ მოგვიწია მათი ბირთვული ობიექტების განადგურება, რამაც შედეგი არ მოიტანა და ისინი მაინც არ დათანხმდნენ შეთანხმების დადებას. შემდეგ ჩვენ ეს სხვა გზით გავაკეთეთ… მომავალში კი ვნახავთ, რა მოხდება. ჩვენ ვერ გავუმხელთ მათ, სპარსეთის ყურის მოკავშირეებს ჩვენს გეგმას. მათთვის გეგმის გამხელა თითქმის ისეთივე ცუდი იქნებოდა, როგორც თქვენთვის — უფრო მეტიც, შესაძლოა უარესიც კი იყოს“," - ამბობს გტრამპი