ირანი დათანხმდა ბირთვული პროგრამის გრძელვადიან გაყინვას, თუმცა თეირანი 400 კგ გამდიდრებულ ურანს არა შეერთებულ შტატებში, არამედ რუსეთისთვის გადაცემას გეგმავს. ამის შესახებ იტყობინება „ალ არაბია“, წყაროებზე დაყრდნობით.

„გაჟონილმა ინფორმაციამ აჩვენა, რომ თეირანმა მოითხოვა გრძელვადიანი, მრავალეტაპიანი ცეცხლის შეწყვეტა, ასევე მოსალოდნელი შეთანხმების პოლიტიკურად ორიენტირებული ფორმულირება, რომელიც ირანის „სახეს გადაარჩენდა“, - წერს გამოცემა.

ირანი ასევე მხარს უჭერს ჰორმუზის სრუტის თანდათანობით და უსაფრთხო გახსნას, ამავდროულად უზრუნველყოფს პაკისტანისა და ომანის როლს ჰორმუზში ნებისმიერ კონფლიქტში. თუმცა, თეირანი სთავაზობს საზღვაო გზის გახსნის ბირთვული საკითხისგან გამიჯვნას.