საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გაიმართა - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ემანუელ მაკრონმა, მეუღლესთან ერთად, ელისეის სასახლეში უმასპინძლა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.