ინდოეთი რუსეთისგან S-400-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას შეიძენს.
შეთანხმების ფარგლებში, ინდოეთის თავდაცვის სამინისტრომ ხელი მოაწერა 47 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტს რუსულ სააქციო საზოგადოება „როსობორონექსპორტთან“ არმიისთვის „ტუნგუსკის“ საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემების შესაძენად.
რამდენიმე ქვეყანასთან ინდოეთის სამხედრო შესყიდვის შეთანხმებები ითვალისწინებს 25 მილიარდი დოლარის ღირებულების სატრანსპორტო თვითმფრინავების, რუსული S-400-ის ტიპის სარაკეტო სისტემების და დისტანციურად მართვადი გამანადგურებელი თვითმფრინავების შეძენას.
ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შეთანხმება ასევე მოიცავს არმიისთვის ჯავშანტექნიკის გამანადგურებელი საბრძოლო მასალის, ქვემეხის სისტემებისა და საჰაერო თვალთვალის სისტემების შესყიდვას. გასულ თვეში შეთანხმებული 40 მილიარდი დოლარის ხელშეკრულება ითვალისწინებს ინდოეთის საჰაერო ძალებისთვის ფრანგული Rafale-ის ტიპის გამანადგურებლების და საზღვაო ძალებისთვის Boeing P-8I-ს ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავების შეძენას.