საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ (IEA) ოთხშაბათს განაცხადა, რომ დიზელის  გლობალური ბაზრები შესაძლოა მომავალ წელსაც შეზღუდული დარჩეს, რაც ინფლაციის ზრდას და ეკონომიკური ზრდის შენელებას გამოიწვევს, რადგან კონფლიქტები ზღუდავს წარმოებას აღმოსავლეთსა და რუსეთში.

სააგენტოს გაფრთხილება იმ შეხვედრის წინ ვრცელდება, რომელზედაც ენერგეტიკული ბაზრების დასასტაბილურებლად სააგენტოს საგანგებო მარაგებიდან რესურსების გამოყოფის მასშტაბებსა და ვადებს განიხილავენ.

დიზელის საწვავი ფართოდ გამოიყენება მრეწველობაში, სოფლის მეურნეობასა და ტრანსპორტში, ამიტომ მისმა რეკორდულად მაღალმა ფასებმა როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური ზეწოლა შექმნა.

ვრცლად reuters - ზე