აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, არ სურს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საქმის დაჭერა, რადგან მიაჩნია, რომ ის რუსეთთან მოლაპარაკებას არ აპირებს.

“ზელენსკი ისეთი ადამიანი არ არის, ვისთანაც საქმე უნდა გვქონდეს. მას მოლაპარაკება არ სურს. ამბობს, რომ მოლაპარაკება სურს, მაგრამ არ სურს. არა, მე ზელენსკის დიდი გულშემატკივარი არ ვარ. მათ უკრაინა გაანადგურეს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისი მტკიცებით, ყველაფერი ყოფილი პრეზიდენტის, ბარაქ ობამას დროს დაიწყო, როდესაც უკრაინა, “აიძულეს, ყირიმი დაეთმო“. ტრამპის განცხადებით, ყირიმი „ყველაზე ლამაზი მიწის ნაკვეთია”, რომელიც ყველა მხრიდან ოკეანეთია გარშემორტყმული.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას ისეთი ადამიანური რესურსი არ გააჩნია, როგორიც რუსეთს. “რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა. მას შეუძლია მილიონი კაცი დაკარგოს, თუმცა კიდევ მრავალი მილიონი ჰყავს. უკრაინას ასეთი ადამიანური რესურსი არ გააჩნია”, - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან,აშშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს სირცხვი უწოდა.

„მინდა, რომ ზელენსკიმ შეწყვიტოს და იგივეს პუტინისგანაც ვისურვებდი. ახლა, თუ მეუბნებით, რომ ზელენსკი კვლავ ურტყამს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ის მხოლოდ ნავთობის გლობალურ ფასებს ზრდის. ვფიქრობ, ეს უბრალოდ სირცხვილია“, - აღნიშნა ტრამპმა.

Ipn.ge