2026 წლის პირველ ექვს თვეში, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ღვინის გლობალური ექსპორტი მოცულობით 8.1%-ით შემცირდა და 4.2 მილიარდ ლიტრი, ხოლო ღირებულებით 5.1%-ით და 15.8 მილიარდი ევრო შეადგინა, – ამის შესახებ Wine News წერს.
მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ბოთლის ღვინის სეგმენტი 2,242.1 მილიონ ლიტრამდე (-5.3%) შემცირდა, რაც 6.1%-იან, ანუ 692.3 მილიონი ევროთი შემცირებას ნიშნავს.
რაც შეეხება ღვინის ძირითად ექსპორტიორ ქვეყნებს, ღვინის გაყიდვების ლიდერი საფრანგეთი რჩება. 2026 წლის პირველ ნახევარში მან 5.4 მილიარდი ევროს ღირებულების ღვინოები გაყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 2.2%-ით ანუ 119.8 მილიონი ევროთი ნაკლებია.