თანამედროვე ბიზნეს გარემოში კლიენტთან მყისიერი და დროული კომუნიკაცია წარმატების მთავარი ფორმულაა. თუმცა, შემომავალი ზარების, შეტყობინებებისა და ჯავშნების მართვა 24/7 რეჟიმში კომპანიებისთვის ხშირად დიდ რესურსთან და გამოწვევებთანაა დაკავშირებული. სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად შეიქმნა ინოვაციური პლატფორმა Solwees, რომელიც ავტომატიზაციას ახალი თაობის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ახდენს.
Solwees არის AI-ზე დაფუძნებული ვირტუალური აგენტი, რომელიც ბიზნესის ნაცვლად პასუხობს ზარებს, მართავს შეტყობინებებს WhatsApp-ში, Instagram-სა და საიტის ჩატში (მთლიანობაში 9 საკომუნიკაციო არხს ერთდროულად), აგრეთვე ავტომატურად ჯავშნის ვიზიტებს თქვენს კალენდარში, იღებს და აგზავნის დოკუმენტებს. სისტემა მუშაობს დღე-ღამის განმავლობაში. კლიენტთან ხმოვანი კომუნიკაცია ხდება მის მშობლიურ ენაზე, რადგან Solwees-ი საუბრობს 50 ენაზე და გამოირჩევა რეალური ადამიანის საუბრის მანერით და ბუნებრივი ხმით.
რა უპირატესობები აქვს AI საკომუნიკაციო სისტემას ბიზნესისთვის:
- მუდმივი ხელმისაწვდომობა (24/7): სისტემა პასუხობს ზარებს წამზე ნაკლებ დროში, ყოველგვარი რიგებისა და დაკავებული ხაზების გარეშე, თუნდაც არასამუშაო საათებში ან დღესასწაულებზე.
- მრავალენოვანი მხარდაჭერა: Solwees თავისუფლად საუბრობს ქართულად და კიდევ 50-ზე მეტ ენაზე, ავტომატურად ცვლის კომუნიკაციის ენას კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად. ახდენს კლიენტის იდენტიფიცირებას ტელეფონის ნომრის მეშვეობით ადრე გაწეული მომსახურების მიხედვით.
- პირდაპირი ინტეგრაცია კალენდართან: ჯავშნები ავტომატურად აისახება ისეთ პოპულარულ სისტემებში, როგორიცაა Google Calendar, Calendly, Altegio, Booksy, Seven Rooms და თქვენს კომპანიაში არსებულ ნებისმიერ CRM სისტემაში.
- დეპოზიტების და წინასწარი გადახდების სისტემა კლიენტის გამოუცხადებლობის ასაცილებლად: პლატფორმა ავტომატურად უგზავნის კლიენტებს დეპოზიტის ბმულს (Stripe-ის ინტეგრაციით), რაც ამცირებს ვიზიტის გაცდენის რისკებს.
- ერთიანი ინბოქსი და გუნდთან დაკავშირება: ყველა არხი (ტელეფონი, WhatsApp, Instagram, საიტის ჩატი) თავმოყრილია ერთ სივრცეში. კომპლექსური ან არასტანდარტული მოთხოვნისას კი სისტემა საუბარს სრული კონტექსტით გადასცემს კომპანიის მენეჯერს.
Solwees ბიზნესს ათავისუფლებს რუტინული და მექანიკური საქმეებისგან, ზოგავს დროსადა ხარჯებს, ხოლო გუნდს საშუალებას აძლევს მთელი ყურადღება მომსახურების ხარისხსა და VIP კლიენტებზე გადაიტანოს.
🌐 ვებ გვერდი: solwees.ai
✉️ ელ. ფოსტა: Geo@solwees.ai