მეცნიერებმა კუმანოს ზღვის ნალექებში აღმოაჩინეს მოვლენების კვალი, რომლებიც შესაძლოა ნანკაის ღრმულში აქამდე უცნობ მიწისძვრებს უკავშირდებოდეს. კვლევის შესახებ ტოკიოს უნივერსიტეტმა განაცხადა.

გუნდმა შეისწავლა 40-სანტიმეტრიანი კერნი — ფსკერიდან ამოღებული ნიადაგის ცილინდრული ნიმუში. მისი უძველესი ნაწილი დაახლოებით 1440 წლით დათარიღდა. გაზომვები ხორციელდებოდა ყოველ 0.5-1 სანტიმეტრში.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს ის ადგილები, სადაც ახალგაზრდა ნალექებს შორის უფრო ძველი ორგანული ნივთიერება აღმოჩნდა. ასეთი შერევა მიუთითებს ქვედა მასალის ტრანსპორტირებაზე: ეს შეიძლება გამოწვეული იყოს წყალქვეშა მიწისძვრებით, ძლიერი წყალდიდობით ან ქარიშხლით.

ტრადიციული მეთოდები ამ საზღვრების დანახვის საშუალებას არ იძლეოდა. გადაადგილებული ნიადაგი თითქმის არ განსხვავდებოდა მიმდებარე ნალექებისგან ქიმიური და სტრუქტურული მახასიათებლებით, ამიტომ ფენები უხილავი რჩებოდა ვიზუალური შემოწმებისთვის, რენტგენოგრაფიისა და კომპიუტერული ტომოგრაფიისთვის. ზოგიერთი იდენტიფიცირებული მოვლენის შედარება შესაძლებელი გახდა მიწისძვრების ისტორიულ მტკიცებულებებთან. ავტორები მიიჩევენ, რომ მეთოდი ხელს შეუწყობს კატასტროფების ისტორიის უფრო ზუსტად აღდგენას და გეოლოგიური რისკების შეფასებას. სამომავლოდ ისინი გეგმავენ კვლევების გაფართოებას კუმანოს ზღვის სხვა რაიონებში.

წყარო: snob.ru