Gucci-ს ბრენდის მფლობელი, ფრანგული ჰოლდინგური კომპანია Kering,  Google-თან პარტნიორობით ჭკვიანი სათვალეების ბაზარზე შესვლას გეგმავს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ლუკა დე მეოს თქმით, გამოშვება შესაძლოა 2027 წელს მოხდეს, - ამის შესახებ Reuters–ი იუწყება.

საუბარია პრემიუმ მოწყობილობაზე, რომელსაც აქვს ხელოვნური ინტელექტის ფუნქციები, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს ბრენდის დამახასიათებელ დიზაინთან.

გაშვების შემთხვევაში, Gucci შესაძლოა იყოს ერთ-ერთი პირველი ფუფუნების ბრენდი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მქონე სათვალეების ბაზარზე შევა.

ვრცლად liga.net - ზე