თურქულმა ბიუჯეტურმა ავიაკომპანია Pegasus-მა ქუთაისის აეროპორტიდან მაისის თვეში ფრენები გააუქმა, -  ინფორმაციას კომპანია GASA ავრცელებს.

ცნობისთვის, GASA Pegasus-ის სავაჭრო აგენტია საქართველოში.

GASA-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ამ დროისთვის რაიმე ტიპის შეფერხება ან ოპერირების შეწყვეტა არ ფიქსირდება. რაც შეეხება მაისის თვეში ფრენების გაუქმებას, აღნიშნული ცვლილება უკავშირდება საწვავის ფასების ზრდასთან დაკავშირებულ საოპერაციო გადაწყვეტილებას და წარმოადგენს განრიგის ოპტიმიზაციას. 

„Pegasus Airlines ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირებას აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში. ამ ეტაპზე არ ფიქსირდება რაიმე ტიპის შეფერხება ან ოპერირების შეწყვეტა.მაისის თვეში ფრენები გაუქმდა საწვავის ფასების ზრდასთან დაკავშირებული საოპერაციო გადაწყვეტილების ფარგლებში.

აღნიშნული ცვლილებები არ უკავშირდება ქუთაისის მიმართულებით ოპერირების შეწყვეტას.გთხოვთ, დაეყრდნოთ მხოლოდ ოფიციალურ და გადამოწმებულ ინფორმაციას“, - წერია GASA-ს განცხადებაში.