Nissan ავტოსამყაროში ახალი დაბრუნების გეგმას ამზადებს და როგორც ჩანს, მთავარი აქცენტი ლეგენდარულ სახელებზე გაკეთდება. საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სპორტული ავტომობილები ბრენდის მომავლის მნიშვნელოვანი ნაწილი დარჩება.
ეს ნიშნავს, რომ უკვე არსებული Nissan Z-ის გვერდით მომავალ წლებში შესაძლოა ახალი GT-R, Skyline და Silvia-ც ვიხილოთ. კომპანიის ხელმძღვანელობამ პირდაპირ განაცხადა, რომ სპორტქარები Nissan-ის იდენტობის „გულია“, რაც ენთუზიასტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია.
ყველაზე დიდ ინტერესს GT-R-ის დაბრუნება იწვევს. R35 თაობის დასრულების შემდეგ ბევრს ეგონა, რომ „გოძილას“ ეპოქა დასრულდა, თუმცა ახლა უკვე დადასტურებულია — ახალი GT-R მზადდება. ამავე დროს Nissan Skyline-ის დაბრუნებაზეც აქტიურად საუბრობენ.
განსაკუთრებული ემოცია Silvia-ს სახელმაც გამოიწვია. Nissan-ის პროდუქტის ხელმძღვანელმა ადრე განაცხადა, რომ ამ მოდელის დაბრუნების იდეა რეალურად განიხილება. თუ პროექტი დამტკიცდა, Silvia შესაძლოა ხელმისაწვდომი სპორტკუპე გახდეს და Toyota GR86-ს კონკურენცია გაუწიოს.
ფაქტია — Nissan ცდილობს ბრენდის ის სული დააბრუნოს, რომელმაც იაპონური სპორტული მანქანები მსოფლიო კულტურად აქცია.
გამოყენებული წყაროები
- Autoweek – Nissan confirms sports cars remain core, GT-R in development
Read Full Article - CarsGuide – Nissan considering Silvia revival
Read Full Article - Auto Express – New GT-R and Skyline plans
Read Full Article