2025 წელს ევროპაზე მოდიოდა გლობალური დასვენებისა და მოგზაურობის ხარჯების მესამედი, მოთხოვნაში კი სამხრეთ ევროპის მიმართულებები ლიდერობდა და 2026 წელს რეგიონში შემდგომი ზრდა არის პროგნოზირებული, – ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს (WTTC) კვლევაში „ეკონომიკური გავლენა 2026“.

მსოფლიო ხარჯებმა დასვენებასა და მოგზაურობაზე 2025 წელს 6.15 ტრილიონ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 3.5%-ით მეტია და გლობალური მოგზაურობის მთლიანი ხარჯების 80.5% შეადგინა.

აქედან ევროპამ 2 ტრილიონი დოლარი მიიზიდა, რაც მსოფლიო მასშტაბით მოგზაურობაში დახარჯული ყოველი სამი დოლარიდან დაახლოებით ერთ დოლარს უდრის.

მოთხოვნის მნიშვნელოვანი წილი სამხრეთ ევროპის მიმართულებებს მოიცავდა. 

ვრცლად buyingbusinesstravel – ზე