უკრაინის დედაქალაქში საცხოვრებელი სახელების ნახევარი დენის, წყლისა და გაზის მიწოდების გარეშე დარჩა, - ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. 

მისი თქმით, 9 იანვარს, გამთენიისას  რუსების მხრიდან განხორციელებული თავდასხმა დედაქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის „ყველაზე მტკივნეული“ იყო. 

"კო­მუ­ნა­ლურ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი - კერ­ძოდ, სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი და სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლე­ბი მო­ბი­ლუ­რი ქვა­ბის და­ნად­გა­რე­ბით უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს. ენერ­გე­ტი­კო­სებ­თან ერ­თად ისი­ნი კი­ე­ვის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის სახ­ლებ­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ი­სა და გათ­ბო­ბის აღ­დგე­ნა­ზე მუ­შა­ო­ბენ. ჩვენ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, რომ ეს რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად მოხ­დეს“, - და­წე­რა მან Telegram-ზე.

მთავრობა მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა დროებით დედაქალაქს მიღმა გაემგზავრონ, კიევის დატოვებისკენ მოუწოდებს. 

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია კიევის მარცხენა სანაპიროსა და რეგიონში, ხოლო მარჯვენა სანაპიროზე მოქმედებს საათობრივი გამორთვების გრაფიკი. მოგვიანებით ენერგეტიკულმა კომპანიამ DTEK დააზუსტა, რომ თავდასხმისა და ქსელის გადატვირთვის შედეგად ქალაქის მასშტაბით განხორციელდა საგანგებო გამორთვები. DTEK-ის მონაცემებით, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 417 000 ოჯახი კიევის დესნიანსკი, დნეპროვსკი, დარნიცკი და გოლოსევსკი რაიონებში.