ინდოელმა დეველოპერებმა შექმნეს იუმორისტული პორტალი სახელწოდებით Trip Never Leaves – „მოგზაურობა, რომელიც არასდროს მოხდება“.

მომხმარებლებს სთავაზობენ დაგეგმონ მოგზაურობა, რომელშიც არ გაემგზავრებიან.

პროექტის იდეა რეალურ ფსიქოლოგიურ ფენომენს ეფუძნება: ადამიანები გაცილებით ბედნიერები არიან შვებულების მოლოდინში, ვიდრე თავად მოგზაურობის დროს ან მის შემდეგ.

ამავდროულად, შემქმნელები ვარაუდობენ, რომ ასეთმა არა სავალდებულო დაგეგმვამ შესაძლოა ზოგიერთ მომხმარებელს მოგზაურობის მოტივაცია მისცეს.

ყალბი დაჯავშნის პროცესი რამდენიმე ეტაპად იყოფა: ფრენის არჩევა, მგზავრის ინფორმაციის შეყვანა (ველები ივსება ფიქტიური ინფორმაციით), ადგილების არჩევა, სასტუმროს ნომრის დაჯავშნა, კვების გეგმებისა და ექსკურსიების არჩევა და „გადახდა“ ფიქტიური ბარათით.

ყველა მანიპულაციის შემდეგ, შესაძლებელია რეალურ დროში ყურება როგორ დაფრინავს ვირტუალური თვითმფრინავი, რომელშიც ადგილი ახლახან დაჯავშნეთ და არსად ეშვება.

ვრცლად 34travel.me-ზე