„პარი სენ-ჟერმენის“ გულშემატკივრების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ხვიჩა კვარაცხელია გუნდისთვის უფრო სასარგებლო მოთამაშეა, ვიდრე კილიან მბაპე, – ასეთია გამოცემა Foot01-ის გამოკითხვის შედეგები.
საფრანგეთის ნაკრების ლიდერი პარიზულ გრანდში 2017-2024 წლებში თამაშობდა, 205 მატჩში 175 გოლი გაიტანა და „რეალში“ გადასვლამდე „პარი სენ-ჟერმენს“ არაერთი მნიშვნელოვანი ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა.
ამის მიუხედავად, კითხვაზე, – „კვარაცხელია პსჟ-ში მბაპეზე უკეთესია?“ – გამოკითხულთა 89 პროცენტმა დადებითად უპასუხა, უარყოფითი პასუხი კი მხოლოდ 11 პროცენტმა გასცა.
გამოცემის ამ მასალას „პარი სენ-ჟერმენის“ გულშემატკივართა გამოხმაურებაც მოჰყვა:
„კვარა სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება. ის თამაშს ამწვავებს, კაშკაშებს და ძალიან ეფექტურია. წელს „ოქროს ბურთს“ ის და მაიკლ ოლისე იმსახურებენ“.
„რა გააკეთა მბაპემ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბაიერნის“ წინააღმდეგ? არაფერი. რა გააკეთა მბაპემ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „დორტმუნდის“ წინააღმდეგ? არაფერი“.