JPMorgan Chase-ის ხელმძღვანელმა ჯეიმი დაიმონმა სამშაბათს განაცხადა, რომ ინფლაცია არ აწუხებს, თუმცა დასძინა, რომ ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სცენარი სტაგფლაციის რისკია.

ეკონომისტების თქმით, ირანთან კონფლიქტმა შესაძლოა ინფლაციური ზეწოლა გაზარდოს, რადგან ნავთობის მაღალი ფასები გავლენას მოახდენს საწვავის, ტრანსპორტირებისა და წარმოების ფასებზე, რაც გამოიწვევს ნედლეულის ფასების ზრდას ბიზნესისთვის და სამომხმარებლო ფასების ზრდას.

„ყველაზე ცუდი შემთხვევა სტაგფლაციაა და მე მას სიიდან უბრალოდ არ ამოვიღებდი“, - განაცხადა დაიმონმა, რომელიც საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით მსოფლიოში უდიდეს ბანკს მართავს, Norges Bank Investment Management-ის კონფერენციაზე.

ვრცლად Reuters - ზე