ფინეთში შესაძლოა მოკლევადიანი ტურისტებისთვის გადასახადი გაჩნდეს: ასეთ  შესაძლებლობას ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო განიხილავს.

სამინისტროში იუწყებიან, რომ ტურისტული გადასახადის შემოღებას საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდება. ამის შემდეგ მუნიციპალიტეტებს შეეძლებათ გადასახადის შემოღება საკუთარი შეხედულებისამებრ, ხოლო შედეგად მიღებული საგადასახადო შემოსავლები გადაირიცხება იმ ქალაქის ადმინისტრაციების ბიუჯეტებში, რომლებიც ამ გადასახადს აკრეფენ.

კანონის მიღებას 2027 წლისთვის გეგმავენ.

ფინეთის მთავრობა ამჟამად სწავლობს ქალაქების თვითმმართველობებისა და მოქალაქეების მოსაზრებებს ახალი გადასახადის შესახებ.

წყარო: 34travel.me