54 წლის ინგლისელი სპეციალისტი რიჩარდ ქოქრილი ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „შავი ლომის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს.
„მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს რაგბის კავშირს იმ პატივისთვის, რასაც ორი წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „შავი ლომის“ მთავარი მწვრთნელობა ქვია.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენეტს, დავით კაჭარავას საქართველოს ეროვნული ნაკრების განვითარების განსხვავებული ხედვა აქვს – პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას.
ვამაყობ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე გატარებული პერიოდით. ვფიქრობ, გუნდის მომავლისთვის მყარი ფუნდამენტი შევქმენი და მას უკეთეს მდგომარეობაში ვტოვებ, ვიდრე მანამდე იყო“, – განაცხადა რიჩარდ ქოქრილმა.
კოკორილის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ორი წლის განმავლობაში 22 თამაში ჩაატარა და 14 გამარჯვება მოიპოვა. ორჯერ მოიგო რაგბი ევროპის ჩემპიონატი (2024 და 2025 წლებში) და მოიპოვა 2027 წლის ავსტრალიის მსოფლიო თასის საგზური. 2024 წელს „ბორჯღალოსნებმა“ ინგლისელის თავკაცობით მესამე გამარჯვება მოიპოვა ტიერ 1-ის გუნდთან.
ფრანგული გამოცემა „ეკიპის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი 54 წლის ფრანგი სპეციალისტი ფრანკ აზემაა, რომელიც ბოლოს „პერპინიანში“ მუშობდა.