ნიდერლანდელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ბალახის, ნიჟარებისა და ზღვის წყლისგან დამზადებული მასალა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს შეცვალოს მიდგომა სანაპირო ზოლის დაცვისადმი – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს. 

ეს ბიომასალა არა მხოლოდ ხელს უშლის ზღვის სანაპიროების განადგურებას, არამედ ქმნის ახალ ჰაბიტატს მიდიების, ხამანწკებისა და წყალმცენარეებისთვის.

გლობალური დათბობა სერიოზულ საფრთხედ იქცა ევროპის სანაპირო ზოლისთვის. ამრიგად, კვლევის თანახმად, ბალტიის ზღვის სანაპირო ზოლის დაახლოებით 65% განადგურებულია შტორმებისა და მოქცევის შედეგად და მხოლოდ დაახლოებით 13%–ის აღდგენა მიმდინარეობს.

ამავდროულად, ტრადიციული ბეტონის სანაპირო დაცვის კონსტრუქციები არღვევს ზღვასა და ბუნებას შორის არსებულ მყიფე ბალანსს. მაღალი pH დონის გამო, ისინი არ არიან შესაფერისი ზღვის ორგანიზმებისთვის. NIOZ-ის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერების აზრით, ნიდერლანდების ალტერნატიულმა გადაწყვეტამ შესაძლოა სანაპირო დაცვაში რევოლუცია მოახდინოს. მათ გამოცადეს სამშენებლო მასალა, რომელიც არა მხოლოდ იცავს სანაპირო ზოლს, არამედ ქმნის პირობებს ზღვის ფლორისა და ფაუნის ზრდისთვის.

ბიოდეგრადირებადი მასალა, სახელწოდებით Xiriton, წარმოადგენს გამომშრალი ბალახის, ნიჟარების, ქვიშის, ვულკანური პოზოლანას, კირისა და ზღვის წყლის კომპოზიტს. ნარევის დამუშავება შესაძლებელია ისე, რომ შეიქმნას სტაბილური სტრუქტურა, რომელსაც შეუძლია გაუძლოს შტორმებსა და ძლიერ მოქცევას.