ამერიკული SpaceX იწყებს საინვესტიციო ბანკების შერჩევას IPO-სთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის, იტყობინება The Wall Street Journal ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
მათი თქმით, ბანკები პირველ პრეზენტაციებს ამ კვირაში გამართავენ.
WSJ-ის ცნობით, SpaceX-მა თანამშრომლებს 12 დეკემბერს აცნობა, რომ 2026 წელს აქციების პირველადი შეთავაზებისთვის ემზადებოდა.