2024 წელს ევროპულმა პორტებმა მიიღეს 17,8 მილიონი ტონა რუსული გათხევადებული ბუნებრივი გაზი, რაც 2 მილიონი ტონით მეტია, 2023 წელთან შედარებით, იტყობინება Guardian-ი.
როგორც გამოცემა, დამოუკიდებელ კვლევით ცენტრ Rystad Energy-ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს, მარაგების გაზრდილი მოცულობის შედეგად, რუსეთმა გადაასწრო კატარს და აშშ-ის შემდეგ ევროპაში გათხევადებული ბუნებრივი აირის მეორე უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა.
კომპანიის ანალიტიკოსმა იან-ერიკ ფენრიხმა განმარტა, რომ გასულ წელს რუსეთიდან ევროპაში თხევადი ბუნებრივი აირის ნაკადი არა მხოლოდ გაიზარდა, არამედ „რეკორდულ მოცულობას მიაღწია“. მისი თქმით, თხევადი გაზის ნაწილი სხვა ქვეყნებში გადაიყიდება.
ცნობისთვის, გასული წლის იანვარში ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც შეზღუდვები შეეხო ევროკავშირიდან მესამე ქვეყნებში რუსული ბუნებრივი თხევადი გაზის გადაზიდვის მომსახურებას გემიდან გემზე ან გემიდან ნაპირზე, და არ შეეხო იმპორტსა და რეექსპორტს მესამე ქვეყნებში ევროკავშირის გავლით.