Amazon.com Inc. გეგმავს Nvidia Corp.-ის დაახლოებით 8 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩიპების ცალკე სტრუქტურისთვის გადაცემას, რომელშიც მას გარე ინვესტორების მოზიდვა სურს, წერს Financial Times წყაროებზე დაყრდნობით.

კომპანია ბოლო კვირების განმავლობაში პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რათა შეეფასებინა მათი ინტერესი ასეთი გარიგების მიმართ. Amazon-ი გეგმავს ათასობით Grace Blackwell ჩიპის გადაცემას, რომლებიც მას აშშ-ის მასშტაბით მონაცემთა ცენტრებში აქვს განთავსებული, სპეციალური იურიდიული პირისთვის(SPV).

კომპანია ამ ჩიპებს სპეციალური დანიშნულების ობიექტისგან იჯარით აიღებს, რომელიც როგორ იგეგმება გარე ინვესტორებს მიიზიდავს სავალო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით.

ვრცლად interfax – ზე